Dvali Scales-ისთვის 2025 წელი განსაკუთრებულად დაიწყო — ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და სანდო ბიზნესმედია პლატფორმამ საქართველოში ჩვენი კომპანია დაასახელა ინდუსტრიული სასწორების წამყვან მწარმოებლად.
სტატია გამოქვეყნდა 2025 წლის 11 აპრილს და ის დეტალურად აღწერს Dvali Scales-ის 20 წლიან წარმატებულ საქმიანობას, ტექნოლოგიურ განვითარებას და სანდოობას, რამაც წლების განმავლობაში ასობით ერთგული მომხმარებელი შეგვძინა.

.jpg)
რატომ დაიმსახურა Dvali Scales ასეთი აღიარება?
20 წლიანი გამოცდილება
5 წლიანი გარანტია ყველა სასწორზე
ქართული წარმოება
თანამედროვე ტექნოლოგიები და მორგებული გადაწყვეტები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის
გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ Dvali Scales დღეს სანდო პარტნიორია ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა კარიერები, ბეტონის ქარხნები, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა. ეს სეგმენტები ყოველდღიურად საჭიროებენ მაღალი დატვირთვისთვის განკუთვნილ ზუსტ სასწორებს — და სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს ჩვენი პროდუქცია.
სტატიის ძირითადი პუნქტები
სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩვენს წამყვან მოდელებზე:
- Dvali S (40-120 ტონა) – ხიდის ტიპის საავტომობილო სასწორი მძიმე პირობებისთვის
- Dvali Smart (10-30 ტონა) – კომპაქტური და სწრაფად დასამონტაჟებელი მოდელი მცირე საწარმოებისთვის
- Dvali PS და Dvali IS – პლატფორმული სასწორები მსუბუქი და მძიმე ტვირთებისთვის
ყველა მოდელი აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციებით, როგორიცაა წონის შენახვა, ბეჭდვის ფუნქცია, სხვადასხვა ინდიკატორებთან კავშირი და მორგებადი კონფიგურაციები.
ეს აღიარება ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისია
ჩვენთვის ეს სტატია მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. Dvali Scales აგრძელებს განვითარებას, ახალ ინოვაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ წარმოებას.
გჭირდებათ ზუსტი, გამძლე და სანდო ინდუსტრიული სასწორი?
დაგვიკავშირდით და ერთად შევარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი:
+995 595 38 31 36
info@dvaliscale.ge
აღმოაჩინე ჩვენი პროდუქტები
გჭირდებათ ზუსტი და გამძლე დიდი ინდუსტრიული ელექტრო სასწორი?
ჩვენი ექსპერტთა გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი დიდი ინდუსტრიული ელექტრო სასწორები სრულყოფილად იყოს ოპტიმიზებული თქვენი საჭიროებებისთვის.
